როგორი ამინდია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში ძირითადად, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, შავი ზღვის სანაპიროზე ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, შესაძლებელია, დღის მეორე ნახევარში იწვიმოს.
დასავლეთ საქართველოში დღეს, დღისით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ შიდა ქართლში, დაახლოებით 32-34 გრადუსია ნავარაუდევი, კახეთის ზოგიერთ რაიონში – 37-39 გრადუსი, თბილისში კი 38 გრადუსამდე ტემპერატურა დაფიქსირდება.
დღეს ღამით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან წვიმა შესაძლოა, ხვალ, დღისითაც იყოს. ხვალ დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24-29 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 გრადუსი, ხოლო კახეთში – 36 გრადუსია მოსალოდნელი.
მომავალი კვირის დასაწყისშიც საქართველოში, ძირითადად, მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ზრდას არ პროგნოზირებენ. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-36 გრადუსამდე მიაღწევს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები