თბილისში “ბედნიერი სახლის” მშენებლობა დაიწყო

თბილისში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა პირველ სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოციალური პროექტის ინიციატორი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდია. ბავშვთა რეაბილიტაცია სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვებზე ზრუნვას გულისხმობს. რეაბილიტაცია როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე, ბავშვისა და ოჯახისთვის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მოიცავს​.
„ბედნიერი სახლი“ სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: ერთდროულად 20 ბავშვს და მშობელს 24-საათიან მომსახურებას გაუწევს, დღის ცენტრში 50 ბავშვი და მშობელი დღის განმავლობაში, საჭირო მომსახურებას მიიღებენ, ხოლო სასწავლო-სარეაბილიტაციო სახელოსნოებში სწავლა და შრომა კი მის საწინდარია, რომ სოციალურად დაუცველი მშობლები დასაქმდებიან, გამოჯანმრთელებული ბავშვები კი დამატებით უნარებს შეიძენენ.
„ბედნიერი სახლის“ მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები, სრულიად უფასოდ, სარეაბილიტაციო მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები