მაშველებმა ბათუმში, 4-ბალიანი შტორმის დროს, 21 წლის მამაკაცი გადაარჩინეს

 შსს-ს წყალზე მაშველებმა, პატრულირების დროს, განსაცდელში მყოფი ადამიანი შენიშნეს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ახალგაზრდა ნაპირზე გამოიყვანეს.
გადარჩენილის თქმით, ის ზღვაში გაგრილების მიზნით შევიდა, მაგრამ აღელვებულ ზღვაში ცურვამ დაღალა და ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა 21 წლის მამაკაცს დროული დახმარება აღმოუჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები