ქვემო ქართლის რეგიონში კომბინირებული საკვების მწარმოებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო გარდაბნის მუნიციპალიტეტში – შპს “მჯ ინტერნაციონალ ჯორჯია“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მენეჯერმა. ლევან დოლიძემ, ქვემო-ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან. ზაურ დარგალთან ერთად მოინახულა.
შპს “მჯ ინტერნაციონალ ჯორჯიას“ კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო თვეში 60 -დან 100 -მდე ტონა კომბინირებულ საკვებს, პრემიქსსა და კონცენტრატებს აწარმოებს. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. აღნიშნული საწარმო 2017 წლის ივნისის თვეში ამოქმედდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად, 130 000 აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 30 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 100 000 აშშ დოლარამდე ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები, როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე, უკვე არსებულის გაფართოებისთვის გაიცემა. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში 19 ახალი საწარმო შეიქმნა, ხოლო საქართველოს მასშტაბით, უკვე 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო დაფინანსდა. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთიან აგროპროექტს ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები