მობილური ექტენცია მესტიის მუნიციპალიტეტში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის – „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სპეციალისტები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრნენ და ადგილობრივ ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მერძეული ნახირის მოვლა-მოშენების, ფუტკრის ოჯახების მოვლის და დაავდებებთან ბრძოლის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
სპეციალისტებმა ადგილობრივების ფერმები და მეურნეობები დაათვალიერეს, გაეცნენ მათ პრობლემებს და დახმარება გაუწიეს. პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 2 წელია, რაც წარმატებით ხორციელდება და ამ დროის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და კონსულტაცია ათასობით ფერმერს გაუწიეს .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები