მიშა კორძახია: თუკი ყველაფერს აკეთებს და მაინც ხდება ტრაგედია, რა ქნას დამსაქმებელმა?

ოპონენტები მოითხოვენ, რომ დასაქმებულის დაუდევრობის შემთხვევაშიც, პასუხი დამსაქმებელმა აგოს”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მიშა კორძახიამ განაცხადა.
მიშა კორძახია ალოგიკურად თვლის მცირე მეწარმის დადანაშაულებას იმ შემთხვევაში, თუ ის უსაფრთხოების ყველა ნორმას იცავს და მაინც ხდება ფატალური შემთხვევა.
„დამსაქმებელი თუ ყველაფერს აკეთებს და მაინც ხდება ტრაგედია, რა ვქნათ? როდესაც დამსაქმებელს მსგავს სიტუაციაში ჩავაყენებ, ამით არაფერი შეიცვლება. სამშენებლო სექტორში ბევრი პრობლემაა ამ კუთხით, ამიტომ ლოგიკური იქნებოდა იმ სამსახურის ეფექტურობის გაზრდა, რომელიც მერიას ექვემდებარება. ამ სამსახურს სრული უფლება აქვს, შეაჩეროს მშენებლობა, თუკი რაიმე სახით, ვინმეს უფლება ირღვევა“, – განაცხადა მიშა კორძახიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები