გურამ მაჭარაშვილი: ანა დოლიძემ სახე დაკარგა!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობის დროს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და პარლამენტის თავმჯდომარის კამათის შესახებ კომენტარს აკეთებს.
„სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა ისეთი პრაქტიკა დაამკვიდრა, რომ გამონაკლისი ვეტოს დადება კი არ არის, როგორც იშვიათი აუცილებლობა, არამედ გამონაკლისი გახდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე პრეზიდენტის ხელმოწერა შენიშვნების გარეშე. თან იმ ფონზე, როცა უმრავლეს (თუ ყველა არა) შემთხვევებში, პრეზიდენტის შენიშვნები ემსახურება არა კანონის შინაარსის განხილვას, არამედ პრეზიდენტის – როგორც ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურის – პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური გემოვნების საკითხებზე მსჯელობას. ამის კლასიკური მაგალითი იყო ანა დოლიძის გამოსვლა პარლამენტში როცა იგი ახსენებდა “ქართულ ოცნებას” და მის ლიდერებს, თუ რა დაპირებები გასცეს მათ და რა შეასრულეს. სამაგიეროდ, არ გახსენებია წინა ხელისუფლების დაპირება-შეუსრულებლობის საკითხები. სწორედ ამის გამო, შენიშვნის მიღება ვეღარ აიტანა საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომელმაც არგუმენტირებულად უპასუხა პრეზიდენტის ყველა შენიშვნას და ნათელი გახადა ამ შენიშვნების რეალური მიზანი. თუმცა სახე არ უნდა დაკარგო, ზოგადად, ადამიანმა და პარლამენტის თავმჯდომარეს (და ამით მთლიან პარლამენტს და არა მხოლოდ) ასეთი სიტყვებით არ უნდა მიმართო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობის დროს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იკამათეს. დოლიძის თმით, “პარლამენტის თავმჯდომარე არის თანამდებობისთვის შეუფერებელი, ის არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები