გიორგი ხატიძე: ანა დოლიძე პარლამენტს სიძულვილის ენით ესაუბრება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ხატიძე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობის დროს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და პარლამენტის თავმჯდომარის კამათის შესახებ კომენტარს აკეთებს.
„ჩვენი ოპონენტებისგან პერიოდულად გვესმის ჩვენი გუნდის ზღვარგადასული შეურაცხყოფა და ყოვლად მიუღებელი კრიტიკა. ამჯერად, ეს ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი დოლიძისგან, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანია. მიუღებელია, მით უმეტეს, საპარლამენტო მდივნისგან მსგავსი განცხადებები.
ქალბატონი დოლიძისგან მოვისმინეთ არა მხოლოდ პირადად პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ საქართველოს პარლამენტის, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის შეურაცხყოფა. უფრო მეტიც, მან შეურაცხყო საქართველოს პარლამენტის თითოეული წევრი.
სამწუხარო და ყოვლად მიუღებელია, რომ მაშინ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ მყარი არგუმენტები პრეზიდენტის შენიშვნებზე, ამის საპირისპიროდ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან მივიღეთ შეურაცხყოფა, ისეთ ტონალობაში, რაც სხვა არაფერია, თუ არა “სიძულვილის ენით” საუბარი“, – განაცხადა გიორგი ხატიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობის დროს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იკამათეს. დოლიძის თქმით, “პარლამენტის თავმჯდომარე არის თანამდებობისთვის შეუფერებელი, ის არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები