არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გავიმარჯვებთ პირველივე ტურში და კახი კალაძე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი
NDI-ის კვლევებითაც ჩანს, რომ კახი კალაძეს ყველა კანდიდატთან შედარებით ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“NDI-ის კვლევებითაც კი ჩანს, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე კახი კალაძეს ყველა კანდიდატთან შედარებით ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ხოლო მათ შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, 60% ფიქრობს, რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებს. ამავე კვლევებით ჩანს, რომ თბილისის მოსახლეობის ნაწილი ჯერ პოზიციას არ აფიქსირებს და კანდიდატისგან ელოდება თბილისის მომავალი განვითარების პროგრამას, რომ არჩევანი გააკეთოს. მალე კამპანიას დავიწყებთ და ყველა დარწმუნდება, რომ საუკეთესო პროგრამა სწორედ კახი კალაძეს ექნება. ჩვენ გავიმარჯვებთ პირველივე ტურში და კახი კალაძე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი! ხალხის რეალურ განწყობას არჩევნები გვიჩვენებს, რადგან ყველა წინა არჩევნებში NDI-ს კვლევებთან შედარებით, ჩვენ ბევრად მაღალი შედეგი ვაჩვენეთ”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.