გიორგი ხატიძე: დასანანია, რომ NDI-ს თბილისის ოფისი შეცდომაშია შეყვანილი

პარლამენტარ გიორგი ხატიძისთვის დასანანია, რომ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის თბილისის ოფისი, როგორიც NDI-ია, შეცდომაშია შეყვანილი.
მისივე განმარტებით, ორგანიზაციის შეცდომაში შეყვანას მათი საველე სამუშაოების შემსრულებელი, “ნაციონალურ მოძრაობასთან” პირდაპირ ასოცირებული ორგანიზაციები უზრუნველყოფენ.

“არავისთვისაა სიახლე, რომ მათ ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ, მთელი წლის განმავლობაში, ენ დი აის ხელმძღვანელობა შეყავდათ შეცდომაში, რომლებმაც მოგვიანებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გამოთქვეს სინანული მცდარი საარჩევნო პროგნოზების გამო.

სწორედ ამის გაგრძელებაა დღევანდელი კვლევების და მათი ბოლოდროინდელი განცხადებების დიდი ნაწილი. ერთადერთი, რაც ამ კვლევებში ახლოა სიმართლესთან, არის ის, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით აღემატება ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერთა რიცხვს”,- აცხადებს გიორგი ხატიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები