კიევში, სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა (ფოტო ,ვიდეო)
კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციას სააკაშვილის ასამდე მხარდამჭერი და თანაპარტიელი ატარებდა. დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საინიციატივო ჯგუფი შეუშვა.
მაიდანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა გააპროტესტეს.