დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანის ტყეში ხანძრის შემდეგ, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

ამ წუთებში, სამაშველო ჯგუფების მიერ დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის შედეგად, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და ამ დროისათვის მაშველების მიერ ტყის მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები ახორციელებენ სამუშაოებს, ხანძრის ახალი კერების გამოსარიცხად.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფების და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება გუშინ მოხდა.
ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 130 – მდე მეხანძრე იყო ჩართული.
ცეცხლმა დაახლოებით, ტყის 5ჰა-მდე ფართობი გაანადგურა.
ხანძრის ჩაქრობის პროცესს ქარი და რთული რელიეფი აძნელებდა. იმ ადგილზე სადაც ტექნიკით მისვლა შეუძლებელი იყო, ქვეით მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის ჩაქრობაში ვერტმფრენიც ეხმარებოდა.





კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები