ქვემო ფონიჭალაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 35 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი – ოპელი, მერსედესი და ჰონდა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები