შსს-მ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, “ბრაუნინგის” სისტემის პისტოლეტი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები