მაშველებმა დღეს, შავ ზღვაში ათამდე ადამიანი გადაარჩინეს (ფოტო)

მაშველებმა დღეს, შავ ზღვაში ათამდე ადამიანი გადაარჩინეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, დღეს 5-ბალიანი შტორმის პირობებში, მაშველებმა საქართველოს და უცხოეთის ათამდე მოქალაქე გადაარჩინეს.
მათივე ინფორმაციით, შავ ზღვაში საშტორმო მდგომარეობა ხვალაც გასტანს.
მაშველების მიერ ერთ-ერთი გადარჩენილი მოქალაქის ფოტოები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სოციალურ ქსელში განათავსა.
„ ქობულეთში, შტორმისას, 40-წუთიანი ბრძოლის შემდეგ, სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა ახალგაზრდა, დაღუპვას. მადლობა ბიჭებს“, – წერს ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები