კახა ბექაური: ურთიერთჩართვის ტარიფი გაცილებით ნაკლები იქნება

მობილური ოპერატორებისთვის ურთიერთჩართვის ტარიფს დათვლის მეთოდოლოგია შეიცვლება. მეთოდოლოგიას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომპანია ევროპელ ექსპერტებთან ცვლის, რის შედეგადაც ფიქსირებული ურთიერთჩართვის ტარიფი, რომელიც დღეს 3, 5 თეთრია, გაცილებით ნაკლები იქნება.
„ჩვენ ახლა ვართ პროცესში და ვცვლით ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიას, ადმინისტრაციული წარმოებაა უკვე დაწყებულია და მალე იმსჯელებს მარეგულირებელი კომისია ამ საკითხზე. ამ პროცესს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით ვახდენთ და ჩვენთან ერთად ევროპელი ექსპერტები მუშაობენ. ამ მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ კომისიის მიერ დათვლილი იქნება ახალი ტარიფი, დღევანდელი ტარიფი 3,5 თეთრი ემყარება მობილური ოპერატორების ფაქტობრივ დანახარჯებს, სადაც ოპერატორების დანახარჯებიდან მაქსიმუმია აღებული. ახალი რეგულაცია შეცვლილია ის არ ემყარება ოპერატორების ფაქტობრივ დანახარჯებს. შეიქმნება ე.წ ვირტუალური ოპერატორის ქსელი, ეფექტიანი ოპერატორის მოდელი და ამ მაგალითზე დაითვლება ტარიფი. წინასწარ შემიძლია გითხრათ უკვე გაწეულ სამუშაოზე დაყრდნობით, რომ ურთიერთჩართვის ტარიფი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ახლაა“,- აცხადებს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.
კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ურთიერთჩართვის ტარიფთან დაკავშირებით, მარეგულირებელმა კომისიამ მომხმარებლის საჩივრის საფუძველზე, მობილურ ოპერატორებს რამდენჯერმე სანქციაც დააკისრა.
„განხილვა გვქონდა კომისიაში, სადაც მომხმარებელმა სარჩელი შემოიტანა მობილური ოპერატორის წინაღმდეგ, ჩვენ დავაკმაყოფილეთ სარჩელი და სანქციაც დავაკისრეთ ოპერატორს. ასევე, კომპანიებს დავაკისრეთ ვალდებულება, რომ როდესაც მომხმარებელს პაკეტი აქვს ნაყიდი, მისი ამოწურვის შემდეგ, გაუგზავნოს შეტყობინება მომხმარებელს, რომ ეწურება პაკეტი გამოყენების ვადა. მომხმარებლის მომართვისა და საჩივრის რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, სადაც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუ ასეთი ფაქტი კიდევ იქნება და მომხმარებელი მოგვმართავს, ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გვექნება ამაზე რეაგირება“, – ამბობს კახა ბექაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები