დეკანოზის ადვოკატი: მეუფე დიმიტრის დაკითხვით გამოირიცხა ვერსია, რომ გიორგი მამალაძისთვის შორენა თეთრუაშვილი კარიერული წინსვლის ხელისშემშლელი იყო

„კარიერული წინსვლა მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმთავრების მიერ და პატრიარქის პირადი გადაწყვეტილებით ხდება. ასე რომ, ბრალის მოტივაცია, ვითომდა, შორენა თეთრუაშვილი იმიტომ უნდა ყოფილიყო სასიკვდილოდ განწირული მამა გიორგის მხრიდან, რომ თითქოს ხელის შემშლელი იყო მისი კარიერული წინსვლის, აბსურდია“,- ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოწმეების დაკითხვის შედეგად, გამოირიცხა ანგარების მოტივიც. რაც შეეხება პატრიარქის დისშვილს, როგორც ადვოკატმა განმარტა, ქეთევან შიოლაშვილმა შორენა თეთრუაშვილთან არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
“კითხვები იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ გაგვეგო რასთან გვაქვს საქმე. მამა გიორგი მეუფე დიმიტრის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირია და მეუფე დიმიტრიმ კონკრეტულად გასცა პასუხი კითხვას, რამდენად არის შორენა თეთრუაშვილი მამა გიორგის კარიერულ წინსვლაში ხელის შემშლელი სუბიექტი და აღნიშნა, რომ ასეთი რაღაცები მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმთავრების მიერ და პატრიარქის პირადი გადაწყვეტილებით ხდება. ასე რომ, ბრალის მოტივაცია, ვითომდა, შორენა თეთრუაშვილი იმიტომ უნდა ყოფილიყო სასიკვდილოდ განწირული მამა გიორგის მხრიდან, რომ თითქოს ხელის შემშლელი იყო მისი კარიერული წინსვლის, აბსურდია. არ არსებობს ასევე, ანგარება. ყველა ის რეგალია, რომელიც მამა გიორგის აქვს მიღებული, აქვს მეუფე დიმიტრის რეკომენდაციით და პატრიარქის გადაწყვეტილებით.
საუბარი ასევე შეეხო კლინიკას, რა მდგომარეობაში იყო, როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი. რაც ჩვენ გვაინტერესებდა, ყველაფერზე პასუხი მივიღეთ. უბრალოდ, ყველაფერი ეს გარკვეულწილად, უკვე ცდება იმ ბრალის შინაარსს, რაც წაყენებული აქვს მამა გიორგის”, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები