ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 70-მდე მაღაზია დაიწვა (ფოტოკოლაჟი)

ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. ხანძრის შესახებ შეტყობინების შესვლისთანავე სამაშველო და სასწრაფო სამსახურებთან ერთად ადგილზე მივიდნენ.
ფოთის მერიის ინფორმაციით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ  ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.
ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც შერეული საქონლით ვაჭრობენ, ხანძარი დილის 7 საათზე გაჩნდა. ადგილზე სულ 150-მდე სავაჭრო ობიექტია განთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, 70-მდე მაღაზიაა დამწვარი.
ადგილზე არსებულ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.
ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას განცხადებით, იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სულ 9 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.









კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები