მდინარე ხობისწყალში ჩარჩენილი ადგილობრივები მაშველებმა ვერტმფრენის საშუალებით გადაარჩინეს (ფოტოკოლაჟი)
ადგილობრივები, რომლებიც მდინარე ხობისწყლის ადიდების შედეგად, ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ვერტმფრენის დახმარებით, ნაპირზე გამოიყვანეს. ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე თქმით, ორი მეთევზის გადასარჩენ ღონისძიებებში ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს სამაშველო ბრიგადები მონაწილეობდნენ.
სამაშველო ბრიგადებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟიც დაეხმარა. ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ორი მეთევზე უვნებელი გადარჩა.
ცნობისთვის, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში სათევზაოდ წასული ორი მოქალაქე ნაპირზე გასვლას ვერ ახერხებდა.
ჩხოროწყუს გამგებლის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ხობის წყალი ადიდდა და მეთევზეები ხელოვნურ კუნძულზე აღმოჩნდნენ.