სამხედრო მოსამსახურეებმა „თბილისი დარბის გმირებისთვის“ გარბენში მიიღეს მონაწილეობა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად ლისის ტბაზე „თბილისი დარბის გმირებისთვის“ 5-კილომეტრიანი გარბენი ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების სამასმა სამხედრო მოსამსახურემ, ოთხმოცდაათმა კადეტმა, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი სასწავლო ცენტრის (JTEC), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, სამხედრო ვეტერანებმა, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების, კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს.
გარბენი „თბილისი დარბის გმირებისთვის“ ა(ა)იპ „ვესტ პოინტის საზოგადოება საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა. ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის, ვესტ პოინტის კურსდამთავრებული ქართველი კადეტების მიერ არის დაარსებული. საქველმოქმედო გარბენი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებების და ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა. საპრიზო ადგილებზე გასული გარბენის მონაწილეები, ორგნიზატორების და სპონსორებისგან სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების შედეგად მიღებული თანხებით, ქალაქ თბილისში, მოხდება წინასწარ შერჩეული რეკრეაციული ზონის გაუმჯობესება , რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების სახელობის მატარებელი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები