თბილისის მეტროში მედიატური მოეწყო (ფოტოკოლაჟი)
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ორგანიზებით მასმედიის წარმომადგენლებისთვის თბილისის მეტროში მედიატური მოეწყო.
მედიატურში მედიასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ. მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები თბილისის მეტროსადგურების მუშაობის სპეციფიკას და ღამის საათებში მეტროს გვირაბებში გეგმიურად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.