შს სამინისტრო – კულტურული მემკვიდრეობისთვის (ფოტოკოლაჟი)
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით, აღნიშნული დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ ისტორიულ-კულტურული ძეგლების, უძველესი ეკლესია-მონასტრების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქცია მოაწყო.
აქციაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონალური დანაყოფებიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვას და მსგავსი აქციების მოწყობას მომავალშიც გააგრძელებს.