შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ახალგაზრდა ქალი დააკავა (ვიდეო)

​სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სოფელ სარფში 25 წლის ქალი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 21 აბი სუბოქსინი ამოიღეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ ჰქონდა შემოტანილი. უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები