ქობულეთში, სასტუმრო „არმაზის“ მფლობელი, რომელშიც მოცეკვავე ბავშვები დაიღუპნენ, ჩამომხვრჩალი იპოვეს

ქობულეთში, სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის მოცეკვავეთა  ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი იპოვეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, 50 წლის ზაზა (ჯემალ) ართმელაძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და თავი ჩამოიხრჩო.
შსს-ს პრესსამსახური მომხდარ ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები