ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფება
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პაოლო ალი, დელეგატებთან ერთად, ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისს ესტუმრა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები მათ ადგილზე არსებულ ვითარებას აცნობენ. კერძოდ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გავლებაზე, მოქალაქეების უკანონოდ დაკავებასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გუშინაც იმყოფებოდა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას სამწუხარო უწოდეს და აღნიშნეს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებისთვის.