დემირელის კოლეჯის მენეჯერისთვის საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
დემირელის კოლეჯის მენეჯერისთვის საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. თურქეთის მოქალაქე აბდულა ემრე ჩაბუქი სამართალდამცველებმა თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს.
როგორც აბდულა ემრე ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი განმარტავს, ოფიციალური ანკარა დემირელის კოლეჯის მენეჯერს ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან FETO-სთან კავშირს ედავება და მისი მიზნების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო აბდულა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობას შეუფარდებს, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამიდან 9 თვემდე დაჰყოფს, ამ პერიდოში საქმე საქართველოს პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მისი ექსტრადაციის შესახებ იუსტიციის მინისტრი მიიღებს.