სამხედრო პოლიციამ სენაკის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, ქურდობის მცდელობა აღკვეთა

სენაკში, წუხელ გვიან ღამით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებული ბანკომატიდან ფულის მოპარვის მცდელობა დაფიქსირდა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სამხედრო პოლიციის მიერ დანაშაული აღიკვეთა და უცხო პირმა თანხის წაღება ვერ შეძლო.
„საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის გამოსავლენად“, – განუცხადეს „კვირას“ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები