ავარიის დროს გარდაცვლილ ბექა ხახუბიას საქმეზე შსს-მ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა

გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის გამო „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, 21 წლის ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმის გამოძიების დასრულებამდე, პოლიციელები კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 16-17 მაისს, გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დეპუტატის შვილი 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა. ბექა ხახუბია ავტოკატასტროფამდე მეგობრებთან გვიანობამდე ქეიფობდა. გამთენიისას ის ფოთში გაემგზავრა. დიდი სიჩქარით მოძრავ ბექა ხახუბიას საპატრულო ეკიპაჟი გორთან აედევნა. ურჩი მძღოლის შესაჩერებლად საპატრულო პოლიციამ გორის გვირაბის გამოსასვლელთან გზა ტრაილერით ჩახერგა. ბექა ხახუბიამ მანქანის დამუხრუჭება ვერ მოახერხა. ტრაილერთან შეჯახების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტს მთავარი პროკურატურა იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები