პროკურატურა: გაერთიანებულ საემიროებში პარლამენტის წევრის გელა მიქაძის ექსტრადირება არ მოხდება

საემიროების სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის წევრის გელა მიქაძის ექსტრადირება არ მოხდება, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს გელა მიქაძეს საქართველოს მოქალაქეობა იცავს.
„საქართველოს პროკურატურა მზად არის, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ გადასცემს საქართველოს მოქალაქეს გელა მიქაძეს, უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას ვერ განახორციელებს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობრივი კუთვნილება წარმოადგენს ექსტრადიციის შემაფერხებელ გარემოებას,“ – აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო წევრს გელა მიქაძეს გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონი დოლარის მითვისებისთვის 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები