სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებულის ორი ადვოკატი საქმის განხილვებზე დააბრუნა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განკარგულება ბათილად ცნო და ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებულის ადვოკატები საქმის განხილვებზე დააბრუნა.
როგორც „კვირას“ მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, ადვოკატებისთვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
”დღეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე დამიკავშირდა და მითხრა, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის განკარგულება ბათილადაა ცნობილი. შესაბამისად, მე და გიორგი ფანცულაია შემდგომ სასამართლო განხილვებზე ვბრუნდებით. რაც შეეხება მია ზოიძეს, მას ბესიკ ბუგიანიშვილის განკარგულება გვიან ჩაბარდა, შესაბამისად, ჩვენზე გვიან გაასაჩივრა და სავარაუდოა, რომ სააპელაციო სასამართლო მის მიმართაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას გამოიტანს”, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები