ხმელთაშუა ზღვაში 34 მიგრანტი დაიღუპა

იტალიის სანაპირო-საზღვაო პოლიციის ცნობით, ხმელთაშუა ზღვაში 34 მიგრანტი დაიღუპა.
იტალიის სანაპირო პოლიციის ინფორმაციით, ბორტზე 500-მდე მიგრანტი იმყოფებოდა, მათგან 200 ადამიანი ბორტს მიღმა აღმოჩნდა. გემი ლიბიის საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით დღეს ჩაიძირა.
არსებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის იანვრიდან დღემდე, ხემლთაშუა ზღვაში აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული 1300-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები