ქართველი ემიგრანტის მკვლელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

თურქეთში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც დანაშაული აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს. ახალგაზრდა ქალს ყელი ბასრი საგნით ჰქონდა გამოჭრილი.
თურქეთში მომხდარი დანაშაულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს ელენე გოქაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება.
მათივე ინფორმაციით, ტრაპიზონში, საქართველოს საკონსულოს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თურქეთის სამართალდამცავებმა ოფიციალურად მიაწოდეს. საკონსულოს წარმომადგენლებს მუდმივი კონტაქტი აქვთ როგორც გამოძიებასთან, ასევე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს მოქალაქის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებისთვის.
თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 34 წლის ელენე გოქაძე დღეს დილით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქემ, ყრუ-მუნჯმა მამაკაცმა ის სასტიკად აწამა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები