სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას ვიდეო გავრცელდა – კადრებში თორდია ბარის თანამშრომელს ემუქრება (ვიდეო)

სოციალურ ქსელში აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას მონაწილეობით ვიდეო გავრცელდა. კადრები შიდა სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული. როგორც ვიდეოს ავტორი წერს, ლაშა თორდია იარაღით ბარის თანამშრომელს ემუქრება. ვიდეოს გამავრცელებელი წერს, რომ დაპირისპირების მიზეზი მუსიკის ხმა გახდა. როგორც კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, ვიდეო 2016 წლის 24 დეკემბერს არის გადაღებული.
გენერალური აუდიტორი ადასტურებს, რომ ვიდეოკადრებში ნამდვილად ის არის. მისი თქმით, კადრები გადაღებულია თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში. როგორც თორდია აცხადებს, ვიდეომასალა პროკურატურას ჰქონდა და მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ელ ცენტროში“ მასსა და ფარცხალაძეს შორის ინციდენტი მოხდა.
„მე ველოდი მსგავსი ვიდეომასალის გამოქვეყნებას მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მხრიდან გაისმა ბრალდებები. რაც შეეხება თავად ამ ბარში მომხდარ შემთხვევას, იქ არავინ დაზიანებულა, თუმცა მომხდარის ნიუანსებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ეს კადრები გადაღებულია დიდი ხნით ადრე, თუმცა ახლა გამოაქვეყნეს“, – განაცხადა თორდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები