კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

კლინიკა „ლანცეტის“დირექტორს ფარმან ჯეირანლის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკამყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მისი თქმით, არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება.
დაცვის მხარე გირაოს სახით 50-დან 100 ათასამდე ლარს სთავაზობდა სასამართლოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ ფარმან ჯეირანლის პაციენტებისთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებიან.
როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ბრალდება ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები