საქართველოს პარლამენტის წევრს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
მიქაძის გარდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ პატიმრობა RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა, RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გიორგი ჯანაშიას შეუფარდა.
როგორც Gulf Business-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ 12,8 მილიონი აშშ დოლარი უნდა აანაზღაუროს, ხოლო გიორგი ჯანაშიამ კი 4,4 მილიონი აშშ დოლარი.
საქმე ეხება ფოთის საზღვაო პორტისა და ახლად შექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ მის გაუქმებას. კომპანია საქმიანობას 2010-2011 წელებში ეწეოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები