მინდია ჯანელიძე დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს შეხვდა.
ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
სტუმრებმა კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერეს და საქართველოში კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემას გაეცნენ.
გენერალ-მაიორმა ფინ უინკლერმა, საბჭოს მდივანს, მინდია ჯანელიძეს, დანია-საქართველოს ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის დანიის სამეფო გვარდიის მედალი გადასცა.
გენერალ-მაიორი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურის სტატუსით, ეს მისი უკანასკნელი ვიზიტია საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები