“ბექა შენგელიამ პირველი ჩვენება შეყვარებულის გადასარჩენად მისცა” – ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებული ჩვენების შეცვლას გეგმავს

“ბექა შენგელიამ პირველი ჩვენება თავისი შეყვარებულის გადარჩენის მიზნით მისცა, ხოლო იმის გამო, რომ მას წინა პროცესებზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, დღეს შენგელიას რეალურ ფაქტებზე სურს საუბარი“, – ამის შესახებ ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულის, ბექა შენგელიას ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, ბექა შენგელია დღევანდელ პროცესზე ჩვენების შეცვლას გეგმავს.
„დღეს ბექა აძლევს ჩვენებას. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტეთ ეს. მას ჩვენება ძიების დროს აქვს მიცემული, უადვოკატოდ. აღიარებით ჩვენებას არ ვეთანხმებით. ბექამ გაითვალისწინა არასრულწლოვნის ინტერესები და მისი სიტყვებია, რომ ის გოგო უყვარს და უკვე მიცემული ჩვენებით დაიმძიმა საკუთარი მდგომარეობა.
რეალური ჩვენება რადიკალურად განსხვავდება იმ ჩვენებისგან, რაც ბექას აქვს მიცემული. ბექა არის არაადეკვატური და აზრს ბევრჯერ იცვლის. მასთან მუშაობა საკმაოდ რთულია, მე ველოდები დღევანდელ სხდომას“, – განაცხადა ლალი ბიწოშვილმა.
შეგახსენებთ რომ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე 3 პირს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. ასევე 3 პირს ე.წ კანიბალიზმის საქმეზე ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
მკვლელობა გასული წლის ნოემბერში მოხდა. გამოძიების ვერსიით, ირმა ყოჩიაშვილმა, ბექა ყოჩიაშვილმა და კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა მძიმე გარემოებებში მოკლეს ირმა ყოჩიაშვილის 76 წლის დედა.
გარდაცვლილის დანაწევრებული გვამი გლდანის ნაგავსაყრელზე იპოვნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები