რუსთავში მიკროსაფინანსო კომპანია დააყაჩაღეს – წაღებულია სავარაუდოდ 10 ათასი ლარი

რუსთავში მიკროსაფინანსო კომპანია „ლენდო“ დააყაჩაღეს. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიკროსაფინანსო კომპანიიდან 10 000 ლარის წაღება შეძლო.
ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები