კლინიკა „რუსთავში“ ორი ჩვილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა – ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ

კლინიკა „რუსთავში“ ორი ჩვილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. „კვირას“ ინფორმაციით, ორივე ჩვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ერთსაათიანი ინტერვალით შეიყვანა. ერთი რუსთავიდან, ხოლო მეორე გარდაბნიდან იყო.
როგორც კლინიკის ექიმები აცხადებენ, 20 დღისა და თვენახევრის ჩვილები საავადმყოფოში შეყვანის დროს გარდაცვლილები იყვნენ.
რუსთავის კლინიკაში სამართალდამცველები და ექსპერტები ამ წუთებშიც მუშაობენ. ბავშვების გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები