ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაქურდეს
ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს. სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.