დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ  

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვისთვის საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. საქმე ეხება საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მამა გიორგი მამალაძე ესპანეთში 50 ათასი ევროს გათეთრებას აპირებდა.
დეკანოზის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ედიშერ ქარჩავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
„ამ განცხადების საფუძველზე, ცილისწამებისთვის, პატივისა და ღირსების შელახვისთვის ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ სასამართლოში ყველაფრის დეტალურად წარდგენას. საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა, ეს საბუთები ინახებოდა საპატრიარქოში, რომელიღაცა სასულიერო პირთან, არის ცრუ ინფორმაცია“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები