ყაზახეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
ყაზახეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 25 წლის არჩილ დავითაძეს ოჯახის წევრები 18 მაისიდან ეძებდნენ.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულო დავითაძის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება. მათივე თქმით, გარდაცვლილის ოჯახს ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ.
დავითაძის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, ის ყაზახეთის მოქალაქეზე იყო დაქორწინებული და ასტანაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. არჩილ დავითაძე ბათუმიდან იყო.