ფოთის პორტში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ბომბს ეძებდნენ. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თვითმხილველებმა ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი საეჭვოდ მიიჩნიეს.
გამნაღმველებმა ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. ამჟამად მანქანა კონტროლის ზონაშია გადაყვანილი.