უჩა ნანუაშვილი: ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესები სრულად არ უნდა დაიხუროს

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესები სრულად არ უნდა დაიხუროს.
როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროცესების დახურვა კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს საზოგადოებაში.
„მიგვაჩნია, რომ იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ ცალკეული სხდომები შესაძლოა, დაიხუროს და არა მთლიანი საქმის განხილვა.
ასეთი დახურვა კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს იწვევს საზოგადოებაში და ვფიქრობ, არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ამ საქმის სრულად დახურვა, მათ შორის, არც გამოძიების და მართლმსაჯულების”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები