პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული პირი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

 პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული პირი, ბაჩო სირაძე, ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები სამართალდამცველებს მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ და მიზეზად პრეზიდენტის სიძესთან, მინდია გოგოჭურთან კონფლიქტს ასახელებენ. მათი მტკიცებით, ბაჩო სირაძე ტაქსის მძღოლმა სხვა მისამართზე წაიყვანა, სადაც დააკავეს. სამართალდამცველებმა ბაჩო სირაძის სახლი გაჩხრიკეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 260-ე მუხლით აღიძრა. ბაჩო სირაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები