მოსამართლემ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, რომელიც ე.წ.ფოტოგრაფების საქმეზეა ბრალდებული, პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
პროკურორის ემზარ გაგნიძის განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მიერ მოწმეებზე ზემოქმედების ან მიმალვის საფრთხე.
დაცვის მხარის განცხადებით, საქმეზე დაკითხულია ყველა დაზარალებული შესაბამისად, არგუმენტი, რომ ბრალდებული ზემოქმედებას მოახდენს ვინმეზე არ არსებობს. დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის სანაცვლოდ 10 ათას ლარიან გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზეა ბრალდებული.