თბილისში, დედა სავარაუდოდ საკუთარმა შვილმა მოკლა

თბილისში, ორთაჭალაში ქალი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის ქალბატონის მკლელობაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილის შვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაულის ჩადენის მოტივი, ამ დროისათვის, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები