ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ქანდასთან – არიან დაშავებულები

 

სოფელ ქანდასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შეჯახების შედეგად, მსუბუქი დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ორი მცხეთის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ”კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლoატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები