ქურდობა ვაკეში – დაკავებულია არასრულწლოვანი
ვაკეში, ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ფალიაშვილის ქუჩაზე, N 80-ში მდებარე კაფე-ბარი გაქურდა. წაღებულია თანხა და სალარო აპარატი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.