ბაკურციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები “ბოლო ზარზე” ავარიაში მოყვნენ

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები “ბოლო ზარზე” ავარიაში მოყვნენ, რის შედეგადაც ოთხი ახალგაზრდა დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა.
შემთხვევა ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შედარებით მძიმეა ორი ახალგაზრდის მდგომარეობა, მათ მოტეხილობები აღენიშნებათ.
შემთხვევა გუშინ, 19 მაისს მოხდა.
როგორც “კვირას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები